შალვა კერესელიძე - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი, რათა საკრებულოებმა ღია კენჭისყრით შეძლონ თანამდებობის პირების არჩევა და  თავიდან ავიცილოთ კორუფციული გარიგებები

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი შალვა კერესელიძე მოუწოდებს პარლამენტს განიხილონ მათი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საკრებულოებში თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევას ითვალისწინებს.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ახლადარჩეული საკრებულოს წევრებზე მუქარებს განაგრძობს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უმრავლესობა არ აქვს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგაც, კვლავ გრძელდება ახლადარჩეული საკრებულოს წევრებზე მუქარები სხვადასხვა ფორმებით და მეთოდებით, განსაკუთრებით იმ საკრებულოებში, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ გააჩნია და ყველა ღონეს ხმარობს შექმნას მისთვის სასურველი პოლიტიკური გარემო. ჩვენმა გუნდმა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე “ნაციონალურ მოძრაობას“, იქიდან გამომდინარე რომ კრიზისი განმუხტულიყო და საკრებულოებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ საქმიანობა, შევთავაზეთ, როგორც მეტი ხმის მქონე პარტიებს შეთანხმებულიყვნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ წამყვან თანამდებობებზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოზიციას განვიხილავდით და მხარს დავუჭერდით, მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოებში პროცესი არ შეფერხებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს საკრებულოების შეუფერხებელი ფუნქციონირება, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენ გუნდს მოსახლეობამ მისცა გადამწყვეტი ხმის მანდატები, წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატები, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე დღესვე დაიწყო სხვადასხვა პარტიების მიმართ გადმობირებები, მოსყიდვები, ფარული მოლაპარაკებები, რაც პირველ რიგში, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ჩვენი ამომრჩევლების. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს გადაწყვტილებები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა პოზიციებზე არჩევა, უნდა განხორციელდეს საკრებულოში ღია კენჭისყრის პრინციპით“, - განაცხადა კერესელიძემ.

მისივე შეფასებით, სწორედ მოქმედი კანონმდებლობის მანკიერი მხარეს წარმოადგენს ის, რომ მმართველ პარტიას ეძლევა შესაძლებლობა უგულებელყოს ამომრჩევლის ნება და მაქსიმალურად დააკომპლექტოს თავისი წარმომადგენლებით როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე სხვადასხვა პოზიციებზე.

„ეს გახლდათ მიზეზი, რის გამოც ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ აღნიშნული კანონპროექტი, რომ საჯაროდ გამოვლინდეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ყველა პოლიტიკური პარტიის უკანონობა, პოლიტიკური ვაჭრობა და რაც მთავარია, გამოირიცხოს პოლიტიკური პარტიების სპეკულაციები და ჩვენი მოსახლეობისათვის ბევრად უფრო ღია და ნათელი გახდეს საკრებულოს თითოეული წევრის კეთილსინდისიერება და დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლისადმი. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაჩქარებული წესით მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, რადგან ახლადარჩეულმა საკრებულოებმა ღია კენჭისყრით შეძლონ საკრებულოს თანამდებობის პირები არჩევის პროცესი და თავიდან ავიცილოთ ფარული და კორუფციული გარიგებებით მიღებული გადაწყვეტილებები", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო