„ემპათიას“ ნევროლოგი - შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ არა ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე დღეა გამოიხატა ანორექსიის მოვლენა

პრეპარატ „კეტილეპტს“ აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია ჩაიხედოს და ნახოს, ეს პრეპარატი ინიშნება თუ არა ძილის მოსაწესრიგებლად, მას გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, თუმცა, ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება, - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ცენტრ ,,ემპათიას“ ნევროლოგმა განაცხადა.

ოთარ თოიძით თქმით, არის საძილე მედიკამენტების მთელი არსენალი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ დანიშნულიყო.

,,ის ღებულობდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო, ეს მედიკამენტი დანიშნულ იქნა არადანიშნულებისამებრ, ეს ერთი. მეორე, წამლის ის დოზა, რომელსაც ის ღებულობდა, ნამდვილად არ არის ტოქსიკური, მაგალითად, თქვენ რომ დალიოთ, მე რომ დავლიო, არაფერს არ გვიზამს, მაგრამ ადამიანი, რომელიც შიმშილობს, 50 დღის განმავლობაში პერმანენტულად კარგავს გონებას, აქვს წნევის ვარდნები, სხვადასხვა ნევროლოგიური და არანევროლოგიური გართულებები, ამ შემთხვევაში წამლის პატარა დოზაც მოქმედებს, როგორც ტოქსიკური.

პრეპარატ „კეტილეპტს“ აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია ჩაიხედოს და ნახოს, ეს პრეპარატი ინიშნება თუ არა ძილის მოსაწესრიგებლად, ფართოდ გავრცელებულია, როგორც საძილე პრეპარატი, თუმცა, ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება, მას გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, ისევე, როგორც, ვთქვათ, ალკოჰოლურ სასმელს, შეიძლება დალიო და დაგეძინოს, მაგრამ ის არ არის წამალი. არის საძილე მედიკამენტების მთელი არსენალი, რომელიც შესაძლებელი იყო, დანიშნულიყო“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

თოიძის განცხადებით, მულტიპროფილური სპეციალიზებული დაწესებულების შერჩევის მიზნით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ რამდენიმე კლინიკაში გაგზავნილია მოთხოვნა.

,,მკურნალობას რაც შეეხება, ლაპარაკია მულტიპროფილურ და სპეციალიზებულ დაწესებულებაზე და არა მულტიფუნქციურ დაწესებულებაზე. რაც შეეხება მულტიპროფილურ სპეციალიზებულ დაწესებულებას, სადაც მკურნალობენ ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს ან ნაშიმშილებ პაციენტებს, გართულებით, რომელიც ახლა ბატონ მიხეილს აქვს - პოსტტრავმული სტრესი და ვერნიკეს ენცეპალოფატია, რომელიც შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ ჩვენ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ, ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი.

რამდენიმე დღეა გამოიხატა ანორექსიის მოვლენა, ეს პოსტსტრესულის გამოა თუ მას სხვა მიზეზი აქვს, ალბათ გამოსაკვლევია, მას კუჭის მოქმედებასთან ჰქონდა პრობლემები, რაც მას წესით ალბათ არ უნდა ჰქონოდა.

კლინიკა უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი თანხმობის შესაბამისად. საქართველოს გარეთ რამდენიმე კლინიკაში ჩვენგან გაგზავნილია მოთხოვნა. ნუ გგონიათ, რომ იქ მიდის მხოლოდ ფსიქოთერაპიული კურსები, მას სჭირდება ბიოქიმიური ფუნქციების ინტენსიური მონიტორინგი, რომლის საშუალებაც საქართველოში არ არის, არის გერმანიაში, მაგრამ პასუხები იგვიანებს“, - აღნიშნა ნევროლოგმა.

,,ემპათიას“ ნევროლოგ ოთარ თოიძის ინფორმაციით, შიმშილობის ფონზე განვითარებულ ენცეფალოპათიას აქვს ორი სტადია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ამჟამად ფიქსირდება პირველი სტადია, მეორე კი ხასიათდება ამნეზიური სინდრომით.

თიამინით გამოწვეული შიმშილობის ფონზე განვითარებულ ენცეფალოპათიას აქვს ორი სტადია, პირველი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენ მეორეში გადავიდეთ, ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები და კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება. ეს არის პირადი ინფორმაცია, მაგრამ რადგან უკვე იცით ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მეორე ნაწილი ეს არის კორსაკოვის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ე.წ. ამნეზიური სინდრომით“, - განაცხადა თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.

ლევან  შენგელია - ხელისუფლების თამაში ევროსტრუქტურებთან უაღრესად საშიში თამაშია და შეიძლება საქართველოსთვის საბედისწეროდ დამთავრდეს
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო