პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებების განხილვა დაიწყო

პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებების განხილვა დაიწყო.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის/პროფესიული წევრის არჩევის პროცესი მარტივდება და თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება ხდება საკმარისი. რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ცვლილებებით, ასევე, უქმდება კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ცვლილებების მომზადების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება 2022 წლის მაისში რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ კი, პარლამენტის მიერ 2021 წლის 2 აგვისტოს არჩეულ ცესკოს თავმჯდომარეს და გარკვეულ წევრებს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ეწურებათ, ხოლო მათ ვაკანტურ თანამდებობებზე განწესება, ამჟამად მოქმედი წესის თანახმად, 2022 წლის მაისამდე ვერ მოხდება. შესაბამისად, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესის არსებობის პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკო პარლამენტის 2022 წლის შუალედური არჩევნები დანიშნოს და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეული პროფესიული წევრთა არარსებობის პირობებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა