ლაშა ხუციშვილი - სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეკონომიკისთვის პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში ქვეყანამ 7.0 პროცენტის ოდენობით ეკონომიკური ზრდა დაკარგა.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, დიდი მოცულობის შემოსავლები დაიკარგა, ასევე, ტურიზმიდან, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ჯამში, 10,3 პროცენტით გაუარესდა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გავლენის შესამცირებლად საჭირო გახდა ფისკალური დეფიციტის გაზრდა, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო პარტნიორებიდან მოზიდული ფინანსური რესურსებით.

„ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე. დღეს, როდესაც ეკონომიკამ უკვე აღდგენა დაიწყო, ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს. ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე ჩვენი ვალდებულებაა, განვითარებისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ კერძო სექტორს, რისთვისაც აუცილებელია მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში, ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევამციროთ ფისკალური დეფიციტი, იმისათვის, რომ არ შევზღუდოთ კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი და მეორე - უნდა განხორციელდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რეფორმებზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად მიმართულებაზე, ესაა: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმები და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება. საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მან დაასახელა ისეთი რეფორმები, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა, მთავრობის ვალის მართვა, საგადასახადო შეღავათების გადახედვა და მათი ეფექტიანობის ზრდა, ეფექტიანი ბიუროკრატია.

ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას ლაშა ხუციშვილმა დაასახელა ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო რეფორმა, საგადასახადო დავების რეფორმა, ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრირება, რომელიც დაფუძნებული იქნება მარტივ და სამართლიან მიდგომაზე, კაპიტალის ბაზრის რეფორმა საპენსიო სისტემის მესამე სვეტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო