თბილისის სააპელაციო სასამართლოში მედიაციის ცენტრი გაიხსნა

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მედიაციის ცენტრი გაიხსნა.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მედიაციის ცენტრის გახსნა საზოგადოების მხრიდან მაღალმა ინტერესმა და სამედიაციო პროცესის მიმართ მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

„საზოგადოების მხრიდან მაღალმა ინტერესმა და სამედიაციო პროცესის მიმართ მოთხოვნის ზრდამ განაპირობა და დღის წესრიგში დააყენა სააპელაციო სასამართლოში სამედიაციო ცენტრის გახსნის საკითხი. აქედან გამომდინარე, 14 დეკემბერს, სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ” ირაკლი ყანდაშვილმა და თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა საზეიმო ვითარებაში სიმბოლური ლენტის გაჭრით მედიაციის ცენტრი გახსნეს.

მედიაციის ცენტრის გახსნა საზოგადოებისათვის მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნის მიზანს ემსახურება. მედიაციის ცენტრში მხარეებს შესაძლებლობა მიეცემათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება. სტასტიკურმა მაჩვენებლებმა ცხადყო, რომ მედიაციით გადაწყვეტილი დავები მხარეთა კმაყოფილების გარანტიაა, კმაყოფილი მხარეები კი თავის მხრივ ქვეყანაში სამართლიანობის სტანდარტს და ხარისხს გაზრდის.

წლის ბოლომდე ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, ქუთაისის საქალქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მედიაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა დავის არსებობის შემთხვევაში გამოიყენონ მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება.“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” მზად არის განახორციელოს სასამართლო უწყებებთან ერთად სხვადასხა აქტივობები მედიაციის განვითარების მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს