განათლების სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის აშენებიდან რამდენიმე თვეში, შენობას მცირე ხარვეზები გამოუვლინდა, თუმცა სპეციალისტების დასკვნით, მასზე კონსტრუქციული ბზარები არ აღინიშნება, მიკრობზარები კი უმოკლეს ვადებში გამოსწორდება.

ამასთან, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტი-ლაბორატორიაა განთავსებული. კეთილმოწყობილია სკოლის ეზო და ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. შენობის ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში, გამოვლინდა მცირე ხარვეზები. მოგახსენებთ, რომ ყველა მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის ხელშეკრულება ფორმდება სულ მცირე 1-წლიანი საგარანტიო ვადის პირობით. სწორედ ამ ვადაში, მშენებელი კომპანიის ხარჯით, ხდება ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორება. მათ შორის, იმ ხარვეზის, რომელიც ბუნებრივად წარმოიშობა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ და არ შეიძლება ჩაითვალოს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოდ.

სამშენებლო კომპანიის მიერ გამოყოფილია ადგილობრივი ტექნიკური დარგის სპეციალისტი, რომელიც პერიოდულად მონიტორინგს უწევს საჯარო სკოლას და სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის აღმოფხვრას. მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო ნორმების შესაბამისად, ნებისმიერ ახალაშენებულ შენობას სჭირდება დრო ჯდენისთვის, რაც იწვევს ბზარებსა და მიკრობზარებს, სკოლა შესწავლილია სპეციალისტების მიერ, მასზე კონსტრუქციული ბზარები არ აღინიშნება. იდენტიფიცირებული მიკრობზარების გამოსწორება კი მოხდება საგარანტიო პერიოდის მოქმედების ფარგლებში, უმოკლეს ვადებში.

რაც შეეხება სკოლის წყლით მომარაგებას - ვინაიდან სკოლას წყალი გრაფიკით მიეწოდება, სკოლა აღჭურვილია წყლის რეზერვუარით, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე მოიხმარენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი ავზის შეძენის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლისთვის ახალი ავზის შესყიდვის პროცედურა უკვე დაიწყო.

რაც შეეხება სკოლის შენობის გათბობას - აღსანიშნავია, რომ სკოლა აღჭურვილია ცენტრალური გათბობის უახლესი სისტემით; სკოლის ბუნებრივი აირით მომარაგება უმოკლეს ვადაში განხორციელდება, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. მანამდე კი, მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნის მიზნით, საკლასო ოთახები ელექტრო-ღუმელებით არის აღჭურვილი და გათბობა ამ ეტაპზე ხორციელდება მათი მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს