ირაკლი კობახიძე სტოლტენბერგის განცხადებაზე - პოლარიზაციის შესამცირებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაციონალურ ფარგლებში

პოლარიზაციის შესამცირებლად ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნატო-ს გენმდივნის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა, აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება მათი სუბიექტური ინტერესია.

"ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს და პოლიტიკური ვითარება ამ კუთხით გაუმჯობესდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, რაციონალურ ფარგლებში. ეს არის ჩვენი სურვილი და მოტივაცია", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ნატო- ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხელისუფლებას მოუწოდა იმუშაოს ოპოზიციასთან.

"მე, ასევე, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები",- განაცხადა სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში