ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნების ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ქვაკუთხედია

ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას სახელით გამართულ სამუშაო სადილს, რომელიც „ასოცირებული ტრიოსა" და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნების ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ქვაკუთხედია.

„გიტანას ნაუსედასა და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული სამუშაო სადილის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის „ასოცირებული ტრიოს" საკითხებზე. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ქვაკუთხედია",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო