პარლამენტმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დადგეგმილი ცვლილებები 78-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ცვლილებები რვა კანონში შედის, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით იხილება.

პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის. ასევე, საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1-მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

პროექტის თანახმად, კანონში თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება აისახა. განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს