საქალაქო სასამართლოში, სადაც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი იმართება, ოპოზიციური პარტიების წევრები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი იმართება, ოპოზიციური პარტიების წევრები იკრიბებიან. სასამართლოში მივიდა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სასამართლოში ასევე იმყოფებიან ოპოზიციონერი გიგი უგულავა, „სტრატეგია აღმაშენებლისა” და „ლელოს” წევრებიც.

სასამართლოს ეზოში სხდომის პარალელურად აქციას მართავს „ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია. მათი განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ისჯებიან ანაკლიის პორტის გამო. ამავდროულად, წარმოდგენილი აქვს პლაკატები წარწერით „ვერ გაგვაჩერებთ”, „ფულის გათეთრება არ მომხადარა”.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა