სალომე სამადაშვილი თამარ კორძაიას განცხადებაზე - არ ვიცი, რაში გამოიხატება პოლიტიკური კორუფცია - ჩვენს კოლეგებსაც აქვთ უცნაური გადაწყვეტილებები მიღებული, მაგრამ არ ვაკრიტიკებთ

არ ვიცი, რაში გამოიხატება პოლიტიკური კორუფცია - ჩვენს კოლეგებსაც აქვთ უცნაური გადაწყვეტილებები მიღებული, სარჩელები შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და უკან გამოტანილი, მაგრამ ჩვენ არ ვაკრიტიკებთ, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ოპოზიციონერი კოლეგის თამარ კორძაიას კრიტიკას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის ერთ- ერთი ავტორი სალომე სამადაშვილიც არის.

სამადაშვილის თქმით, კანონპროექტი, რომლითაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მარტივდება, საპარლამენტო საქმიანობის მოქნილობას ემსახურება.

"სამწუხაროა, რომ ასეთი მოსაზრება აქვს, მაგრამ მისი უფლებაა. რადგან ჩვენ მივიღეთ პარლამენტში ისეთი ვითარება არჩევნების შემდეგ, რომ მოხდა გადაჯგუფებები, გადაადგილებები პოლიტიკურ სპექტრში, ამ ეტაპზე ის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც გვაქვს, ეფექტიანად რომ გამოვიყენოთ, მოქნილობა იყო აუცილებელი. ამიტომ, მე არ ვიცი რაში გამოიხატება აქ პოლიტიკური კორუფცია, ჩემთვის გაუგებარია, ეს არის მოქნილობა საპარლამენტო საქმიანობის და აუცილებელია ამ ეტაპზე. ჩვენს კოლეგებსაც აქვთ უცნაური გადაწყვეტილებები მიღებული, სარჩელები შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და გამოტანილი უკან მანდატის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ჩვენ არ ვაკრიტიკებთ მათ, ვინც საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯები ისე გადადგა, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის უფრაქციო დეპუტატი თამარ კორძაია ოპოზიციონერი კოლეგების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზე პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნა მარტივდება, “პოლიტიკურ კორუფციად“ აფასებს და აცხადებს, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ცვლილებები სალომე სამადაშვილმა, პაატა მანჯგალაძემ და თეონა აქუბარდიამ წარადგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა