გიგი წერეთელი - ძალიან კარგია პოზიტიურ თემებზე, შეთანხმებაზე, შერიგებაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს საქმით უნდა იყოს გამაგრებული

ძალიან კარგია პოზიტიურ თემებზე, შეთანხმებაზე, შერიგებაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს საქმით უნდა იყოს გამაგრებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში საახალწლოდ ოპოზიციის მიღებაზე.

წერეთლის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით „ევროპულმა საქართველომ” თავისი პოზიცია მკაფიოდ თქვა.

„რა თქმა უნდა, მოსასმენად, ისე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ძალიან კარგია პოზიტიურ თემებზე ლაპარაკი, შეთანხმებაზე, შერიგებაზე თუ ა.შ. მაგრამ ეს საქმით უნდა იყოს გამაგრებული.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ეს ადამიანები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ვინც დღეს აქ არიან სასამართლოს განსასჯელის სკამზე, ამავე დროს, როგორ შეიძლება საღამოს მიწვეული იყვენენ საზეიმო რაღაც ნაძვის ხის ღონისძიებაზე. ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად ისევე არ არ არის შესაბამისი, როგორც სიტყვა და საქმე ხელისუფლების შემთხვევაში. კარგია შეთანხმება, ოღონდ ეს ასე არ კეთდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს