ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია

ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია.

კენჭისყრაზე თავმჯდომარეობის ერთადერმა კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ჯუმბერ იზორიამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. სხდომას 19 დეპუტატი ესწრებოდა, მას კი მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, 7 ბიულეტენი კი გაბათილდა.

ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, შესვენების შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, მათ იგივე კანდიდატის დასახელება კიდევ ერთხელ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა პირველად 3 დეკემბერს, მეორედ კი გასულ კვირასაც ჩატარდა, თუმცა ასარჩევად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

ჩხოროწყუს ახლადარჩეულ საკრებულოში 27 დეპუტატია, აქედან "ქართულ ოცნებას" 12, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 7, პარტია "საქართველოს" 7, "ლელოს" 1, წარმოადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე