რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე - ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა

ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის საახალწლო მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი მონაწილეობას საქმიან ფორმატში მიიღებენ.

"ესაა წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით, იმ შენობაში, რომელსაც ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. ეს არის შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო და წელიწადში ერთხელ ასეთი ალაფურშეტი იმართება იქ. როცა საქმიანი შეხვედრა იქნება პრეზიდენტთან, "ნაციონალური მოძრაობა" დაჯდება მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჯერ საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური”, - განახადა გოცირიძემ.

რაც შეეხება შერიგებაზე პრეზიდენტის ინიციატივის პერსპექტივას, გოცირიძე აცხადებს, რომ არ სურს სკეპტიკური განცხადებით საახალწლო განწყობა გაუფუჭოს.

"ახლა რომ შევაფასო პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კრიზისის განმუხტვის საკითხი, არ მინდა ჩემი სკეპტიკური განცხადებით ეს მისი წინასაახალწლო ინიციატივა თუ ხასიათი გავუფუჭო მას. დიდი იმედები არ მაქვს, მაგრამ მას აქვს გარკვეული შანსი, რომ იმ ბატალიების ფონზე, როგორც მოხდა მისი არჩევა და ახლა როგორ არის შეფასებული მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეპუტაცია აღიდგინოს, ვნახოთ, როგორ გამოუყენებს ამ შანსს. შერიგება არის მომავალი თანაცხოვრების პრინციპებზე აგებული პროცესი, რომლის დაწყება შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე. კონსტიტუციური უფლება იმიტომ აქვს და იმიტომ მიანიჭა ხალხმა, რომ ის გამოიყენოს მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს, თუ კრიზისის ნაწილობრივი განმუხტვის საშუალება აქვს, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს, ამიტომ არის ამით აღჭურვილი და არა იმიტომ, რომ თავის ნაცნობები შეიწყალოს,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა