პარლამენტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ერთი პარტიული სიით გასული დეპუტატების გარდა, ბლოკის სიით გასულ ორ დეპუტატსაც შეეძლება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის საფუძველზეც ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ერთი პარტიული სიით გასული დეპუტატების გარდა, ბლოკის სიით გასულ ორ დეპუტატსაც შეეძლება.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების - თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის და პაატა მანჯგალაძის საკანონმდებლო ინიციატივაა, მესამე მოსმენით, 84 ხმით დაამტკიცეს.

„ცვლილებით გვინდა გათანაბრდეს ერთი ბლოკიდან შემოსული ადამიანების შესაძლებლობა და რეგლამენტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა, რაც „მინისტრის საათის“ დროს ნამდვილად დაგვაკლდა“, - აცხადებს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი პაატა მანჯგალაძე.

როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრების მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის პარლამენტიდან წასვლის შედეგად, ორი ოპოზიციური ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფი“ დაიშალა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა პოლიტიკური ჯგუფი იმის გამო ვერ შექმნეს, რომ ისინი პარლამენტში არა ერთი პარტიის, არამედ საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა