პაატა მანჯგალაძე ნათია თურნავას - მიღწევებზე ბევრი ისაუბრეთ, გამოწვევებზე თუ ხედავთ საკუთარ და სამინისტროს პასუხისმგებლობას?- იყავით თვითკრიტიკული

კიდევ რა სტატისტიკა უნდა გაუარესდეს ქვეყანაში, რომ თქვენ და მთავრობის სრულმა შემადგენლობამ გადადგომაზე იფიქროს, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

პაატა მანჯგალაძემ მოუწოდა მინისტრს თვითკრიტიკული იყოს.

„რატომ ხდება, რომ ბოლო წლებში საშუალო სტატისტიკაა, რომ ქვეყანას საშუალოდ 60-70 ათასამდე შრომისუნარიანი ადამიანი ტოვებს; რატომ ხდება, რომ გაზრდილია საგარეო ვალი; რატომ ხდება, რომ სამუშაო ადგილები თურმე შევქმენით მხოლოდ 0.7%. რაც შეეხება სიღარიბეს, სტატისტიკური მონაცემებით, თითქმის 20%-ს გადაცდა აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს უჭირთ ყოველდღე ლუკმაპურისთვის ბრძოლა. ხელმისაწვდომია პური და შაქარი. პურზე 50%-ით არის გაზრდილი ფასი ბოლო პერიოდში, შაქართან დაკავშირებით 34%. პურთან დაკავშირებით საერთაშორისო ფაქტორი ვერ იქნება სწორი, ამხელა მატება არ არის საერთაშორისო ბაზარზე და რით არის ეს ყველაფერი გამოწვეული. საწვავთან დაკავშირებით საწინააღმდეგო დინამიკა გვაქვს. ასევე ინფლაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი ამ ინფლაციაში ვერ ხედავს მთავრობის და თავის პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროა. ასევე, სესხებზეა გაზრდილი პროცენტი 14%-ით, შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

პანდემიის სტატისტიკა არ იქნება მართალი, თუ მოიყვანთ. ეს ტენდენცია 2018 წლიდან დაიწყო და გრძელდება დინამიკაში. მიღწევებზე ბევრი ისაუბრეთ, გამოწვევები რაც არის, თუ ხედავთ საკუთარ და სამინისტროს პასუხისმგებლობას?- ამ მიმართულებით იყავით თვითკრიტიკული.

ასევე, რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, თქვენ და მთავრობამ რა სტატისტიკა უნდა გააუარესოთ, შობადობაც კი შემცირებულია ბოლო პერიოდში. კიდევ რა სტატისტიკა უნდა გაუარესდეს ქვეყანაში, რომ თქვენ და მთავრობის სრულმა შემადგენლობამ გადადგომაზე იფიქროთ“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო