ნათია თურნავა პაატა მანჯგალაძეს - არ მიწყინოთ და ცოტა ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალა ბრძანდებით

სულ ვცდილობ რაციონალი გამოვიტანო ნებისმიერი ოპოზიციონერის, მათ შორის, თქვენი საუბრიდან და დღეს თქვენი კითხვებიდან და შეფასებიდან ეკონომიკური გაჯანსაღების თქვენეული მთავარი რეცეპტი ის არის, რომ უნდა გადავდგეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის თქვენეული რეცეპტი, ხომ? იქნებ მერე კონცეპტუალურად ჩამოაყალიბოთ და გვითხრათ, თუ როგორ შველის ეს ეკონომიკას“, - მიმართა ნათია თურნავამ პაატა მანჯგალაძეს.

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს არ მოეწონა ეკონომიკის მინისტრის პასუხები.

„მე არ გამკვირვებია თქვენი კითხვა. თქვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბრძანდებით ხომ? მე, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიკვირს თქვენი ძალისგან ასეთი კითხვა იმიტომ, რომ არ მიწყინოთ და ცოტა ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალა ბრძანდებით და ეს სათაურშიც ჩანს - ხან "სტრატეგია აღმაშენებელი" ხართ, ხან მიშელის გზა ან ჯგუფი, ხან მესამე გზა და ასეთივე ჩამოუყალიბებელი ეკონომიკური პლატფორმა გაქვთ. ხან მემარჯვენეობაზე დებთ თავს, ხან პოპულისტური მემარცხენე ლოზუნგებით გამოირჩევით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო