ირაკლი კობახიძე - არსებობს ევროპული სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში - მგონი, საქართველო სათანადოდ არის განვითარებული, რომ ეს ელემენტარული სტანდარტი დავამკვიდროთ

როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ა.შ. მხილებულები არიან ქურდობა - წამება - ყაჩაღობაში, ტერიტორიების და მედიის მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტში და კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, ასეთ დროს ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია. ეს მარტივი ლოგიკაა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, კრიმინალი პოლიტიკაში არ უნდა დარჩეს.

„სასამართლო ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება არამარტო სათანადო შეფასება, არამედ რეაგირება. როდესაც სასამართლო ადგენს, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯი, მათ შორის, ისიც, რომ კრიმინალი პოლიტიკაში არ უნდა დარჩეს.

არსებობს უმარტივესი ევროპული პოლიტიკური სტანდარტი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში. მგონი, საქართველო სათანადოდ არის განვითარებული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე იმისთვის, რომ ეს ელემენტარული ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ მხილებულები არიან ქურდობა - წამება - ყაჩაღობაში, ტერიტორიების და მედიის მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტში და კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, ასეთ დროს ბუნებრივია შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია. ეს მარტივი ლოგიკაა“, - აღნიშნავს კობახიძე.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს