საგარეო საქმეთა სამინისტრო - გრიგოლ გეგელია არ არის ინფორმირებული სხვადასხვა საკითხზე უწყების ნაბიჯების შესახებ და ისე აკრიტიკებს სამინისტროს საქმიანობას

პარტია „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია, არ არის თანმიმდევრულად ინფორმირებული საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის და სხვადასხვა საკითხზე უწყების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ისე აკრიტიკებს სამინისტროს საქმიანობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომ ზემირლან ხანგოშვილის საქმეზე საგარეო სამინისტრო დუმს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უწყებამ ზემირლან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ გამოხატა.

„აღსანიშნავია, რომ საკუთარი პოზიცია ქ. ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზემირლან ხანგოშვილის, მკვლელობასთან დაკავშირებით უწყებამ არაერთხელ გამოხატა, მათ შორის, საჯარო განცხადებით გამოეხმაურა ბერლინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. იხილეთ ბმული: https://mfa.gov.ge/.../berlinis-federaluri-micis-umaglesi...

სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა აღნიშნული პოლიტიკოსის მხრიდან. უწყება ყოველთვის მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია ყველა საჭირო საკითხზე“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, „ლელოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ გერმანულმა სასამართლომ საბოლოოდ ცნო ვადიმ კრასიკოვი, რომელიც სასამართლოს თქმით, რუსეთის ოფიციალური უწყებების დავალებას ასრულებდა და „ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დღემდე კრინტიც არ დაუძრავს“.

„ხანგოშვილის საქმეზე საგარეო სამინისტროს სრული დუმილი, ალბათ, საუკეთესო დასტურია იმ სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკისა, რასაც ამ ხელისუფლების საგარეო კურსი განასახიერებს“,- აცხადებს გრიგოლ გეგელია.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა