,,ვაპირებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას'' - WiFi-ს შემქმნელი საქართველოშია (R)

WiFi-ის, wiMax-ისა და LTE-ის შექმნელი ჰატიმ ზაღლოული საქმიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. გამომგონებელმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) შეხვედრა სტუდენტებისთვისა და სტარტაპერებისთვის გამართა. სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საერთაშორისო გამოცდილება და აგრეთვე, აღნიშნა, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს ბაზარზეც დაიწყება.

ჰატიმ ზაღლოული შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დარჩა და მონაწილეებს საინტერესო რჩევებიც გაუზიარა.

“ძალიან კარგი სესია გვქონდა. მე ვისაუბრე ჩემს გზაზე, რომელიც მაღალსიჩქარიანი wifi-ს შექმნისა და განვითარებისთვის გავიარე. მათ გავუზიარე wiMax-ის გამოცდილებაც. რამდენიმე რჩევა მივეცი ახალგაზრდებს. ვუთხარი, რომ აკეთონ ის, რაც მოსწოთ და იყვნენ გულწრფელები. ვურჩიე, შეწყვიტონ ფულის ძიება და სანაცვლოდ, საკუთარი თავის ძიება დაიწყონ. უამრავი ძალიან საინტერესო კითხვა დაისვა. მათ აინტერესებდათ ბანკების და ვალუტის მომავალი, ასევე ის, თუ ვის უნდა ესაუბრონ იდეების არსებობის შემთხვევაში,“ - აღნიშნა მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელმა გამომგონებელმა ჰატიმ ზაღლოულიმ.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები სტუდენტებსა და სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი მსოფლიო დონის გამომგონებლებთან. ეს მათ საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში მონაწილეობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მეცნიერსა და გამომგონებელს ვუმასპინძლეთ. საუბარი ძალიან საინტერესო თემაზე შედგა. როგორ შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ურთიერთკავშირით - სწორედ ამ საკითხზე წარიმართა საუბარი. ძალიან მაღალი იყო სტუდენტების მხრიდან ინტერესი და ჩართულობა. ყველაზე სასიხარული კი ის არის, რომ ეს ერთჯერადი შეხვედრა არაა,“ - განაცხადა BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ.

სტუდენტებისთვის ჰატიმ ზაღლოულის გეგმები საქართველოში ძალიან საინტერესო და მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. ერთ-ერთი სტუდენტი ელენე წერეთელი აღნიშნავს, რომ მას მოტივაცია, მიეცა უფრო მეტი იწავლოს და იმუშაოს ამ მიმართულებით.

„ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო წარმატების ისტორიებს ვისმენთ. სპიკერმა მოგვიყვა იმ გეგმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც საქართველოში აპირებს. მიღებულმა ინფორმაციამ მოტივაცია მოგვცა, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ ამ სფეროში. დავრწმუნდით, რომ აღნიშნული მიმართულებით უამრავი შესაძლებლობა და პოტენციალი არსებობს არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ ჩვენთანაც. შეგვიძლია ჩვენივე ქვეყნიდან ინდუსტრიისთვის ბევრი რამ გავაკეთოთ,“ - თქვა ელენე წერეთელმა.

ჰატიმ ზაღლოული საქართველოში თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს. ის ქვეყანაში რამდენიმე მიმართულებით აპირებს საქმიანობის განხორციელებას. ზაღლოუს კომპანია Inovatian საქართველოში აპირებს კვლევითი ცენტრის დაარსებას რათა, არსებულ ოპერატორებთან თანამშრომლობით, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესთავაზოს მათ სატელეკომუნიკაციო სერვისები იმ ადგილებში, სადაც მათზე წვდომა არ არის.

გამომგონებელმა საქართველოში არსებული უძრავი ქონების სააგენტო OTI-სთან ერთად კომპანია FUTIRA დააფუძნა. სამომავლოდ, FUTIRA აპირებს Inovatian-ის ქსელების დასაფინანსებლად კრიპტო ვალუტის გამოშვებას, რომელიც იქნება საკრედიტო საშუალება ქსელებში.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს