დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აზარტული თამაშების სფეროს დაურეგულირებლობის გამო სოციალური ზიანი საკმაოდ მძიმეა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აზარტული თამაშების სფეროს დაურეგულირებლობის გამო სოციალური ზიანი საკმაოდ მძიმეა. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც კანონპროექტს განიხილავენ.

ამასთან, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ სრულიად გაუგებარია მედიის ხელმძღვანელების არგუმენტი, რომ რეკლამა აზარტულ თამაშებში ჩართულობას არ განსაზღვრავს.

„ზოგადად, ეს პრობლემა არის ძალიან კომპლექსური ჩვენს ქვეყანაში. არც ცნობიერების ამაღლების კუთხით გვსმენია რამე რომ კეთდებოდეს; არც ახალგაზრდობაზე მიდის მუშაობა; არ გვაქვს სარეაბილიტაციო დაწესებულებებიც. ეს კანონი, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით ამ პრობლემას შეამცირებს. აქ ნათქვამი იყო, რომ ამ ზომების მერე კიდევ გადახედავენ, რამდენად ეფექტური იქნება და შემდგომში კიდევ შესაძლებელი იქნება ამაზე მუშაობა.

რეალურად, ყველა თანხმდება, რომ სოციალური ზიანი ამ მიმართულების დაურეგულირებლობის გამო არის საკმაოდ მძიმე. საკითხთან დაკავშირებით, რომ არალეგალურ ფორმას მიიღებს ეს, არის სხვადასხვა მოსაზრებები და ერთმანეთის საპირისპიროც, თუ რამდენადაა რეალური რომ თამაშმა გადაინაცვლოს იატაკქვეშეთში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამის დარეგულირებაც შეიძლება. მაგის პრობლემა რომ არ იქნება, ამაზეც მოვისმინეთ არგუმენტები.

აქ ასევე მოვისმინეთ უცნაური რამ, რომ რეკლამა არ განსაზღვრავს ამ თამაშებში ჩართულობას. ეს ძალიან უცნაური რამეა, რადგან რეკლამის დანიშნულება ვიცით რაც არის. ეს სრულიად გაუგებარი არგუმენტია, რადგან რეკლამა, რა თქმა უნდა, მუშაობს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. განხილვა წამყვანი კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად მიმდინარეობს. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში. ამ მიმართულებით კი, ცვლილებები ორ კანონში - “რეკლამის შესახებ“ და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს