ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესი შეიცვალა.

მმართველი უმრავლესობის მიერ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესი გამარტივდა - თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება საკმარისი იქნება.

მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უფრო კონკრეტულად, პირველ ჯერზე კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა არ მოხდა, კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. ამავე ცვლილებებით, კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა გაუქმდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში