გიგა ბოკერია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მერაბ კობიაშვილის გამართლებაზე - მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ადამიანებს საკუთარი ან ახლობლების სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება უნდა ჰქონდეთ გარანტირებული

მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში - მერაბ კობიაშვილი გაამართლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს საკუთარი სიცოცხლის დაცვის უფლება გარანტირებულად უნდა ჰქონდეს.

„მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის და ახლობლებისთვის ეს ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია, მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჯეროვანი ყურადღება მიაპყროს ამ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს ადამიანის მხრიდან საკუთარი სიცოცხლის თავდაცვის ფუნდამენტური უფლება. სწორედ ამიტომ, ღრმად პრობლემატური და საგანგაშო იყო, რომ ამ ადამიანს ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობაში. იმიტომაც არის საკვანძო ეს გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების მხრიდან, რომ დღევანდელ პირობებში, როცა კრიმინალისა და ძალადობის ზრდასთან გვაქვს ადგილი მთელ საქართველოში, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანებს საკუთარი ან ახლობლების სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება ჰქონდეთ გარანტირებული", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაპყროთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს.

"ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძველი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ლიბერალურ დემოკრატიად, რესპუბლიკად ჩამოყალიბებისთვის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ასე თვლიდნენ ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამები, მათ შორის ილია ჭავჭავაძე. ასე თვლიდა პირველი რესპუბლიკა და ეს ინსტიტუტი მოსპო საბჭოთა ხელისუფლებამ, რადგან მას სჭირდებოდა კონტროლირებადი სასამართლო. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ ვერ შევძელით დროულად ამ ინსტიტუტის აღდგენა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, დღევანდელი ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვნად შემოღება, სადაც ყველა მოქალაქე არის თანამონაწილე მართლმსაჯულების განხორციელების. ამ ინსტიტუტით ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომ პირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა საკუთარ ბედზე და იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისუფლებისა და უფლებების დაცვაში.

ამიტომ არის ეს ინსტიტუტი საკვანძო და დრამატულად საზიანოა ამ ხელისუფლების მიერ მისი შეჩერება. ამ ხელისუფლებამ არ გაავრცელა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ყველგან, სადაც პატიმრობა ემუქრება ადამიანს, რაც გარდატეხას შეიტანდა ჩვენი მართლმსაჯულების ტრადიციაში. სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ მყისიერად ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის