თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას გამოკითხვა დასრულდა.
ალასანია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით თითქმის, 2 საათის განმავლობაში აძლევდა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ალასანიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სასამართლოში შესვლამდე მომხდარი ინციდენტის გამო, ალასანიამ სასამართლოს ტერიტორია მანდატურის სამსახურის დახმარებით დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე.
სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე თემურ ალასანიას ესაუბრება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"