რატი ბრეგაძე - სამადაშვილმა გამოსვლა დაიწყო, რომ "ჩემი გამოსვლით შოკირებულია საზოგადოება" - ქალბატონო სალომე, დასრულდა დრო, როდესაც თქვენ თავს მთელ საზოგადოებასთან აიგივებდით, აღარ არის, წავიდა

სალომე სამადაშვილმა გამოსვლა დაიწყო იმით, რომ ჩემი გამოსვლით საზოგადოება შოკირებულია. ვფიქრობ, დასრულდა ის დრო, როდესაც აიგივებდით თავს მთელ საზოგადოებასთან. აღარ არის ეს დრო, წავიდა, თქვენ არჩევნები წააგეთ 63:1, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომაზე.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მისი გამოსვლა ეძღვნებოდა სისტემას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს.

„ქალბატონმა სამადაშვილმა გამოსვლა დაიწყო შემდგომით, რომ ჩემი გამოსვლით შოკირებულია საზოგადოება. ქალბატონო სალომე, ვფიქრობ, დასრულდა ის დრო, როდესაც თქვენ აიგივებდით თავს მთელ საზოგადოებასთან. აღარ არის ეს დრო, წავიდა. თქვენ არჩევნები წააგეთ 63:1. კარგად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს დრო აღარ არის, როდესაც თქვენ და თქვენი პარტიის წარმომადგენლებს თავი მთელი საზოგადოება გეგონათ.

თქვენ მითხარით, რომ გამოსვლაში არ მიხსენებია ერთი კონკრეტული ადამიანი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, არ მიხსენებია ერთი კონკრეტული ადამიანი, იმიტომ, რომ ჩემი გამოსვლა ეძღვნებოდა სისტემას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს. თქვენ რამდენიც მოგესურვებათ იმდენი შეგიძლიათ ისაუბროთ ერთ ადამიანზე. ერთადერთ ვისაც პერსონალურად ეხებოდა ჩემი გამოსვლა, ვისაუბრე ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის გვარებზე. რაც შეეხება პერსონალურ ხსენებას, რაც სისტემას უკავშირდებოდა. ბუნებრივია, მხოლოდ ერთ ადამიანზე აქ ვერ ვისაუბრებდი“,- აღნიშნავს ბრეგაძე.

სამადაშვილის მიერ არაფორმალურ მმართველობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ არაფორმალურ მმართველობას, აკრძალვას, იმ ფაქტს, რომ ბელადი ყოველთვის მართალია სალომე სამადაშვილია მიჩვეული.

„ თქვენ არჩეული თავმჯდომარე გყავთ, თუმცა, დააკვირდით, გადაწყვეტილებებს არჩეული თავმჯდომარე კი ვერ იღებს, უკრაინის მოქალაქე იღებს. მას უფლება არ აქვს საქართველოში, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. პარტიულ სტრუქტურას კი არა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ემორჩილებით. არაფორმალურ მმართველობაზე ამაზე კლასიკური რაიმე თუ შეგიძლიათ მოიყვანოთ, ამ შეთხვევაში ტაშს დაგიკრავთ.

დამშვიდდით ქალბატონო სალომე. ძალიან კარგად ვიცი, ვისაც ვესაუბრები. აქვე გეტყვით, რომ სწორედ თქვენ ხართ მიჩვეული ამ არაფორმალურ მმართველობას, შესაბამის დამოკიდებულებას, აკრძალვას, ბელადის გარეშე, რომ ნაბიჯი ვერ უნდა გადადგათ ვერც მარცხნივ და ვერც მარჯვნივ. დიახ! თქვენ ხართ მიჩვეული ამ ბოლშევიკურ მეთოდებს, იმას, რომ ბელადი ყოველთვის მართალია და არასდროს ტყუის. ეს არის თქვენი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართაც. ვიცი, რომ ძალიან განიცდით იმას, რომ არჩევნები წააგეთ, თან ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით. ალბათ, ან რებრენდინგზე უნდა იფიქროთ, ან ახალ სტრატეგიაზე.

რაც შეეხება ფარმოკოლოგიურ წამებას, რომელზეც საუბრობდით. ბუნებრივია, ყოველგვარ მტკიცებულებას არის მოკლებული თქვენი საუბარი, როგორც გჩვევიათ ზოგადი ფრაზებით საუბრობთ, იმ გზავნილებით, რასაც დაგიწერენ. ხან ტელეფონით მოგდით ეს ბრძანება, ხან სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციით. სანამ სხვაზე ისაუბრებთ, საკუთარ რიგებში ძალიან კარგად მოიკითხეთ ის მეთოდები, რა მეთოდებითაც პირადად თქვენ იმართებით. შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა საკითხზე. თხოვნა მექნება დააკონკრეტოთ რას გულისხმობდით არაფორმალურ მმართველობაში. ზოგადი ხასიათის საუბარი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იქნებ რამე მტკიცებულებაც მოიყვანოთ ხოლმე“,- აღნიშნავს ბრეგაძე.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს