კახა ქემოკლიძე „ქართულ ოცნებაზე“ - მსოფლიო ისტორიაში ე.წ. გადაგდებებით შევიდნენ

მმართველი პარტია იძახის ერთს, აკეთებს მეორეს, მათ შორის არა მარტო საშინაო მოხმარებისთვის - მსოფლიო ისტორიაში შევიდნენ საკუთარი ე.წ. გადაგდებებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ე.წ. საყოველთაო შერიგებაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის განცხადებების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.

„განსაკუთრებული მოლოდინი არაფერზე არ გვქონია. ჩვენ მივედით მარტივი მიზეზის გამო, რომ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ოფიციალურად შეხვედრა წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეძღვნებოდა, რომლის გამართვის ინიციატორიც პრეზიდენტი იყო. რა თქმა უნდა, ის გზავნილები, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, უდავოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რა დონეზე განხორციელდება, ეს გამოჩნდება.

შეხვედრის მთავარი პათოსი შერიგება და ეროვნულ დონეზე კონსოლიდირება, ეროვნული თანხმობის შეხების წერტილების მოძებნა იყო.

ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება პოლიტიკური ნება არსებობდეს ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ მეორეა, რა დონეზე იარსებებს ნება სხვა პოლიტიკური მსხვილი მოთამაშეების მხრიდან. ის, რომ გუშინდელ შეხვედრას არ დაესწრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, იყო შეცდომა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რა დონეზე ღრმა არის პოლიტიკური პოლარიზაცია. კარგი იყო რომ დაესწრნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ბატონი კობახიძე, თუმცა შეხვედრის დასრულებისთანავე ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომლებიც, ჩემი აზრით, სწორედაც იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა.

იცით, მთლიანად პრობლემა რა არის ორივე მხარის? ერთმანეთის მიმართ ნულოვანი ნდობა, არა მარტო ამ პარტიების მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდან ორივე პარტიის მისამართით. მმართველი პარტია იძახის ერთს, აკეთებს მეორეს, მათ შორის არა მარტო საშინაო მოხმარებისთვის. საგარეო დონეზე ფაქტობრივად, საერთოდ ისეთ შედეგებს მიაღწიეს ბოლო პერიოდში, რომ მგონი, საერთოდ მსოფლიო ისტორიაში შევიდნენ საკუთარი ე.წ. გადაგდებებით.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ისიც დაახლოებით მსგავსი მეთოდოლოგიით გამოირჩევა, ჰპირდებიან ერთს, აკეთებენ მეორეს“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა