საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ წინაგარასთან დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან რამდენიმე დღის წინ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

კერძოდ, დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, კახაბერ ნათაძეს ორთვიანი და მამუკა ჩხიკვაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიესაჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ცხელი ხაზის საშუალებით მიიღეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ 10 დეკემბერს გახდა ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა