იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გაასაჩივრეს

იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რაზეც უწყებას საკუთარი სამართლებრივი არგუმენტაცია გააჩნია.

“ადმინისტრაციული აქტი დღეს გავასაჩივრეთ. შესაბამისად, ეს უკვე სამართლებრივი პროცესია. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, ეს სასამართლო ხელისფლებამ უნდა განიხილოს. ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ ისინი თვლიან, რომ რაიმე დავარღვიეთ, ჩვენ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, რაც რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს ეფუძნება. საუბარია გადაწყვეტილების მიღების მიზნებზე - ხაზგასმით ვიტყვი, რომ კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული. აქ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალი იყო. როდესაც საქმე ეხება მართლწესრიგს, სახელმწიფო უსაფრთხოებას და საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას, ეს ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი