საგარეო საქმეთა სამინისტროში ზურაბ აბაშიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტის ორგანიზებით ზურაბ აბაშიძის წიგნის „ცივი ომი-მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“ პრეზენტაცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ, გამომცემლობა პალიტრა L-წარმომადგენელმა ნია ნამგალაძემ და წიგნის ავტორმა ზურაბ აბაშიძემ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, წიგნი „ცივი ომი-მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“ არის ძალიან სასარგებლო და კარგი და ეხმიანება დღევანდელობას და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

„მინდა პირველ რიგში მივულოცო ბატონ ზურაბს წიგნის პრეზენტაცია. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი დიპლომატები გაეცნონ იმ მართლაც ღრმა ანალიზს, რომელიც არის დაფუძნებული ბატონი ზურას მოსაზრებებზე. ასევე არის ძალიან კარგი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის და ახალგაზრდა დიპლომატებისთვის. მე ამ წიგნს უკვე გავეცანი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წიგნის ავტორის ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც აინტერესებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.

„ჩატარდა პრეზენტაცია ამ წიგნისა, რომლის სათაურიც არის „ცივი ომი-მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“. ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ როდის დასრულდა ცივი ომი. ბევრი ფიქრობს, რომ ბერლინის კედლის დაშლით დასრულდა ეს 45 წლიანი ეპოქა. სხვები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ დაასრულა საბოლოოდ 45 წლიანი ეს დიდი დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩემი აზრით, ეს ეპოქა გრძელდება და მან ვირუსივით სახე იცვალა, ახალი შტამის სახით მოევლინა კაცობრიობას. მათ, ვისაც აინტერესებთ ეს ეპოქა, დღევანდელობა, თუ რა ხდება მსოფლიოში, სწორედ ამის შესახებ არის ეს წიგნი“, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო