შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს

პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს.

როგორც პაპუაშვილმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასების კომენტირებისას აღნიშნა, კანონპროექტის მიღების პროცესი ინკლუზიური და მრავალპარტიული იყო.

„ის, რომ ეს ცვლილება გონივრულია, ისიც ადასტურებს, რომ არგუმენტირებული კრიტიკა ამ ცვლილებების არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროცედურო კომიტეტზე მეორე მოსმენით განხილვას ესწრებოდნენ და ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვაც არ დაუსვამთ.

ყველამ ნახა კენჭისყრის შედეგები, ამ ცვლილებებს მესამე მოსმენით ჩვენ გარდა ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი. ასე რომ, ეს არის რამდენიმე პარტიის მიერ მიღებული ცვლილებები. ამიტომ როგორც ინკლუზიურობა, ისე მრავალპარტიულობა ამ კუთხით მოცემულია და რაც მთავარია, ამ ცვლილებების მიმართ არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.

მათი თქმით, ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, რომელიც დაშორებულია იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ოდირის რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა