19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 5.9 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით 11.7 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 530 ტონით (5%), ღირებულება - 13 ათასი აშშ დოლარით (0.2%) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 492 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 285 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა