დავით ბაქრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, განხილვის თემა იყო ეროვნული თანხმობის საკითხი და ამ მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმება.

„მე დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რამდენადაც ვიცი, ამ კვირაში უკვე დაიწყო და გაგრძელდება შეხვედრები როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ცალკეულ პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღეს ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, პირველ რიგში, რაც შეეხება თანხმობა/შერიგების საკითხს. ამ წუთში ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი, ძირითადი პრინციპებზე შეთანხმება თუ რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ პოლიტიკური დევნა არის მიუღებელი, პოლიტიკური დევნა აზიანებს ქვეყანას და ვიდრე გვყავს ციხეში დაპატიმრებული, დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში ვითარება ვერ დამშვიდდება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა