სერგეი ლავროვი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

მოსკოვი გააგრძელებს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთთანამშრომლობას კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი მედოევთან სოჭში შეხვედრისას განაცხადა.

„კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მედიკოსების ძალისხმევით და მოწოდებული რუსული ვაქცინის დამსახურებით, თქვენთან ვითარება დასტაბილურდა, ეცემა დაინფიცირების პროცესი. მუშაობას ამ მიმართულებითაც განვაგრძობთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მანვე აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მიხედვით 70 %-ით გაიზარდა.

დღესვე, სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბასაც შეხვდა.

სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, მათ „რუსეთ-აფხაზეთს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს“.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მზადყოფნა გამოითქვა ყოველმხრივი დახმარების - უსაფრთხოების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული სფეროების განვითარების თვალსაზრისით.

„აფხაზეთი მადლიერია რუსეთის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის უსაფრთხოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხში“ , - განაცხადა არძინბამ ლავროვთან შეხვედრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა