„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - ახალი წლიდან გალელების ნაწილს, შესაძლოა, გადაადგილების უფლება შეეზღუდოს

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ახალი წლიდან გალელების ნაწილს, შესაძლოა, გადაადგილების უფლება შეეზღუდოს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წლის 27 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფორმა №9, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის გადაადგილების უფლებასთანაა დაკავშირებული, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან გაუქმდება.

„2013 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობა არჩევანის წინაშე დააყენა - აფხაზური პასპორტების სანაცვლოდ დაეთმოთ საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა, მოგვიანებით, რეგიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა იმ მიზეზით შეჩერდა, რომ პროცესს, შესაძლოა, „აფხაზეთის გაქართველება“ მოჰყოლოდა. 2017 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი აფხაზური პასპორტების გაუქმებისა და გალელებისთვის ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ეტაპობრივად ჩანაცვლების თაობაზე.

გალის რაიონში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან ხუთი ათასზე მეტს მხოლოდ ფორმა №9 აქვს, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი კი - 1,049-ს. ბინადრობის ნებართვა 19,707 ადამიანს აქვს მიცემული. გალში საარჩევნო ხმის უფლებით მხოლოდ 1,049 აფხაზეთის მოქალაქე გალელი სარგებლობს.

ახალი წლის დღესასწაულის დღეებში გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტის გაუქმება ადგილობრივებისთვის დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება. სახლში ვერ დაბრუნების შიშით, ხუთი ათასი გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს. არსებობს სხვა გამოსავალიც: ორ თვეზე მეტი ხნით ლოდინი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან რუსი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემა.

იმის გათვალისწინებით, რომ მესამე წელია, რაც ცხინვალი-თბილისს შორის გადაადგილება სრულად შეზღუდულია, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ფორმა №9-ის გაუქმებით ხელოვნურად სწყვეტს გალელებს თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან, საქართველოს ხელისუფლებას მართებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა გალელების დისკრიმინაციის აღსაკვეთად, უზრუნველყოს მათი ინტერესების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა