რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება მიშას” - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძაობის” აქცია დაიწყო.

აქციას მოქალაქეები მსვლელობით ორი ლოკაციიდან - “რესპუბლიკის მოედნიდან” და “კოლმეურნეობის მოედნიდან” შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი წარწერებით“: “ჩემო პრეზიდენტო, გილოცავ დაბადების დღეს, არ დანებდეთ”.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილია სცენა, საიდანაც გამომსვლელები, პოლიტიკური ლიდერები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება პოლიტიკური დევნა, ახლა კი, უპირველესი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

“აქციის უმთავრესი მოთხოვნაა - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს'. ჩვენ ყველა, ვინც აქ ვართ, ვაცნობიერებთ, რომ სანამ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის დატყვევებული პოლიტიკური ნიშნით, ყველა მისი მხარდამჭერიც რეალურად არის პოლიტიკური ტყვეობის ქვეშ. ჩვენი არჩევანი, სურვილები, ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება ნებისმიერ არჩევნებზე არის უარყოფილი და მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა, რეალურად გვართმევს მთავარ სამოქალაქო უფლებას, ეს არის არჩევნები”, - აცხადებს წიკლაური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა