გიგი უგულავა - ვიღაცები კისკისებდნენ თუ არ მოკვდი, ეს შიმშილობა არ არისო - შიმშილობაა, სანამ ორგანიზმი საშუალებას იძლევა, შემდეგ ჩაენაცვლება სხვა და მუდმივად ასობით ადამიანი იქნება აქციაში ჩართული

შიმშილობა არის მანამ, სანამ ორგანიზმი ამის საშუალებას იძლევა, შემდეგ ჩაენაცვლება სხვა და მუდმივად ასობით ადამიანი იქნება აქციაში ჩართული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

ამასთან, უგულავას განცხადებით, შიმშილობის პროცესი იქნება პერმანენტული, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

„მინდა განვმარტო, რომ სამოქმედო გეგმა შედგება სამი ნაწილისგან. პირველი და მნიშვნელოვანი ნაწილი არის დიალოგი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო. ჩვენ ამ დიალოგში ვმონაწილეობთ და მიგვაჩნია, რომ სამი პრეზიდენტის ფორმატი, რომელიც არის გასაძლიერებელი, არის ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ტიპის დიალოგი შედგება, მხოლოდ მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საშუალება მიაფუჩეჩოს საზოგადოების პროტესტი, ახალი წლის დღეებში გადღაბნოს საზოგადოების პროტესტი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მსურველი ვისაც ჯანმრთელობა აძლევს საშუალებას შემოგვიერთდება. ეს პროცესი იქნება პერმანენტული, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. მეორე კომპონენტი არის საერთაშორისო წნეხი. ამ ორმა კომპონენტმა რომ იმუშაოს სჭირდება მოქალაქის აქტიურობა. რაც მთავარია ხალხი და საზოგადოება გრძნობს, რომ ვართ უფსკრულის პირას და გინდა „ნაცი“ იყო გინდა „ქოცი“ ნებისმიერი პატარა ბიძგი არის საჭირო რათა ყველა ერთნაირად ჩავცვივდეთ უფსკრულში. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი რისკავს საკუთარი ჯანმრთელობას და იწყებს შიმშილობას.

შიმშილობა არ არის სიკვდილისთვის. ამას განვმარტავ, რადგან აქამდე ვიღაცები კისკისებდნენ, 2 თვის განმავლობაში და ამბობდნენ, რომ თუ არ მოკვდი ადამიანი, ეს შიმშილობა არ არისო, შიმშილობა არის მანამ სანამ ორგანიზმი ამის საშუალებას იძლევა, შემდეგ ჩაენაცვლება სხვა და მუდმივად ასობით ადამიანი იქნება აქციაში ჩართული. ყველამ უნდა ვიცოდეთ არ ვაპირებთ ენის მოჩლექვას. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია დიალოგი წარიმართოს და მეორე მხრივ, ეს პროტესტი არ მისცემს "ქართულ ოცნებას" პროტესტის დაკნინების უფლებას“, - განაცხადა უგულავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს