ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურის დაწყებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია „პრეზიდენტ“ასლან ბჟანიას „თანამდებობიდან“ გადაყენების სამართლებრივი პროცედურის დაწყებას ითხოვს, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც გუშინ, სოხუმში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღეს.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს, პროცედურის განმავლობაში ასლან ბჟანიას არ ჰქონდეს „ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების“ განხორციელების უფლება“.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაუქმდეს „პრემიერ-მინისტრის პოსტი“ და „მთავრობის“ წევრები პარლამენტმა დაამტკიცოს.

სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა კან კვარჩიას მეთაურობით, გუშინ ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაც მოხდა. ცნობილია ასევე, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელსა და ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა