ნათია მეზვრიშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ მიზანი საკრებულოებში ბალანსის დაცვაა

მითხრეს, რომ სოზარ სუბარს ჩაუტარებია ბრიფინგი. საერთოდ არავის აინტერესებს, რას იტყვის სოზარ სუბარი. თუ მას და „ოცნების“ ლიდერშიპს რაიმეს თქმა უნდათ, ვურჩევდი, რომ გამოვიდნენ და იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რაც მოსახლეობას აქვს, - ასე უპასუხა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას გუნდის წევრის არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კრიტიკას.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მიზანია საკრებულოებში ბალანსის დაცვა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის დონეზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გაჩერებული, რაც ორ პარტიას შორის შეუთანხმებლობის გამო მოხდა.

„რომ გამოვდიოდი, მითხრეს, რომ სოზარ სუბარს ჩაუტარებია ბრიფინგი. საერთოდ არავის აინტერესებს, რას იტყვის სოზარ სუბარი. თუ სოზარ სუბარს და ზოგადად, „ოცნების“ ლიდერშიპს რაიმეს თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად, მოსახლეობისთვის, მათ ვურჩევდი, რომ გამოვიდნენ და იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რაც მოსახლეობას აქვს. ეყოთ გამბედაობა, გამოვიდნენ და ახსნან ტრანსპორტის ტარიფი რატომ გაძვირდა. მერი გამოვიდეს, ამაზე ღიად ისაუბროს, უპასუხოს ჩვენი პარტიის წინადადებას, რომელიც ამ საკითხს ეხება! გახარიას კომპლექსისგან და ამ პარტიის კომპლექსისგან როგორმე გათავისუფლდნენ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბალანსის დაცვით, მოქმედებდნენ, არ შეიქმნას კრიზისი. დღეს „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წყალობით, ძალიან ბევრი საკითხი მუნიციპალიტეტის დონეზეა გაჩერებული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთ მაგიდასთან არ დასხდნენ. ბალანსის დაცვით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომისიების, მოადგილეების დაკომპლექტება, თანამდებობებზე დანიშვნა კონსენსუსის შედეგად და მოქალაქეთა ნების შესაბამისად მოხდეს “, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა