ამირან გამყრელიძე - ახალ წელს ვიყოთ ძალიან მოკრძალებული - "ომიკრონის" დროს გადამდებლობა 4-ჯერ არის მომატებული

ვიყოთ ძალიან მოკრძალებული წელს - კი, ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული თუ შეიძლება, რამდენადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანაში მკაცრ „ლოკდაუნებს“ აღარ მიმართავენ და ყურადღება გამახვილებულია რეკომენდაციების და წესების აღსრულებაზე.

„არავინ არ ჩაკეტავს ქვეყანას, არც ევროპული ქვეყნები საშობაოდ არ კეტავენ ქვეყნებს და უკვე ეს ჩაკეტვები აღარ არის სრული, ე.წ. ძლიერი ლოკდაუნები, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. მძლავრი „ლოკდაუნები“ არ არის, ყველგან საუბარია წესრიგის დაცვაზე, წესების და რეკომენდაციების დაცვაზე და მათი აღსრულების მაქსიმალურ კონტროლზე. ამაზეა საუბარი, რომ არ შეიკრიბოს 50-ზე მეტი ადამიანი გარე სივრცეში, თუ შესაძლებელია, არ შეიკრიბოს 10-ზე მეტი ადამიანი ერთ ოჯახში, თუ შესაძლებელია. გადადების ყველაზე დიდი რისკია, როცა არის სუფრა და არის კვება, როცა ადამიანი პირბადეს იხსნის, მით უმეტეს „ომიკრონის“ დროს, როცა 3-4-ჯერ არის მომატებული გადამდებლობა, სწრაფი გავრცელებაა. ამ დროს ეს საშიშროებაა ამიტომ, ელემენტარული წესი და რიგი ყველამ უნდა დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის