ამირან გამყრელიძე  არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვები დაწესდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვები დაწესდეს. შესაბამისი განცხადება ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ გააკეთა.

მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, „თუ ჩვენ ვერ გავზრდით პირბადის ტარების და აცრის მოცვის მაჩვენებელს“.

„ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის - პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმას, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება იყოს შემოღებული საწყის ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა