პაატა იმნაძე - კლუბები არ უნდა გაიხსნას - ევროპაში, ერთი-ორმა ქვეყანამ გახსნა, ახლა ხურავენ, რადგან „ომიკრონი“ გამოჩნდა

კლუბები არ უნდა გაიხსნას, რადგან მთელ ევროპაში, ერთმა-ორმა ქვეყანამ რომ გახსნა, ახლა ხურავენ, იმიტომ, რომ „ომიკრონი“ გამოჩნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც უპასუხა კლუბების სექტორის მოთხოვნებთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია იმაზე, ადამიანები როგორ დაიცავენ წესებს.

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც კლუბში ყოფილა, იცის კლუბში რა სიტუაციაა. კლუბში რას აკეთებენ ადამიანები? კლუბები არ უნდა გაიხსნას, რადგან მთელ ევროპაში, ერთი-ორმა ქვეყანამ რომ გახსნა, ახლა ხურავენ, იმიტომ, რომ „ომიკრონი“ გამოჩნდა. ჩვენთან არ ხურავენ, არ ხსნიან ჯერ.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ადამიანები რამდენად დაიცავენ წესრიგს, რამდენად დაიცავენ არსებულ რეგულაციებს იმისათვის, რომ არ დაწესდეს შეზღუდვები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საკლუბო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს კლუბებში შეზღუდვის მიუხედავად, ღონისძიებებს ჩაატარებენ. ამ წუთებში კლუბ "ბასიანთან" სტუმრები და საკლუბო სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე მივიდა შრომის ინსპექციის სამსახური. კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, თუმცა ქვითარი არ ჩაუბარებიათ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა