სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტს ტექნიკა გადაეცა

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერ თინათინ ტყეშელაშვილთან ერთად, UNDP-ის პროექტის - ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას 63 პერსონალური კომპიუტერი, 43 პორტატული სკანერი და 18 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა.

ტექნიკა რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ტექნიკის ნაწილს მუნიციპალიტეტის მერიები, კერძოდ: პორტატულ სკანერებსა და პერსონალურ კომპიუტერებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებს გადასცემენ. ტექნიკური აღჭურვილობა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დისტანციური სერსვისის დანერგვასა და განვითარებაში. ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, ელექტრონულად მიმართონ სასურველ ორგანოს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ