ირაკლი ხმალაძე ოპონენტებს -  ტრანსპორტის ტარიფი არ გაზრდილა - გაჭირვებული სეგმენტით ნუ სპეკულირებთ, ვისაც უჭირს, მათთვის შეღავათიანი და უფასო პროგრამა მოქმედებს

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი გაიზარდა, არაფერი გაზრდილა,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

"როდესაც ვსაუბრობთ მოსახლეობის გაჭირვებაზე, იქვე გვახსოვდეს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროება, არსებობს უფასო და შეღავათიანი პროგრამები. მათთვის მგზავრობა არის ნული ან 10-20 თეთრი. ამ ადამიანების მიერ განხორციელებული მგზავრობების რაოდენობა არის მთლიან მგზავრობებში 50%, მაგრამ თუ ვინმეს გაქვთ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კატეგორიას შეღავათიანი მგზავრობა ესაჭიროება, მოდით ვიმსჯელოთ იმაზე, ხომ არ დავამატოთ ეს კატეგორია შეღავათიანი მგზავრების კატეგორიას, მაგრამ მე, პირადად ირაკლი ხმალაძეს რატომ უნდა შემომთავაზოთ 50- თეთრიანი მგზავრობა მაშინ, როდესაც მგზავრობის საფასური არის 1 ლარი. ამიტომ, საკითხს ცოტა კომპეტენტურად უნდა მივუდგეთ",-განაცხადა ხმალაძემ.

მან პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართა, ამ საკითხით ნუ სპეკულირებენ.

„გაჭირვებული სეგმენტით ნუ სპეკულირებთ იმიტომ, რომ ვისაც უჭირს, მათთვის შეღავათიანი და უფასო პროგრამა მოქმედებს. იცით კატეგორია ვისაც კიდევ სჭირდება დახმარება? მოდით, ვიმსჯელოთ და შევიყვანოთ ის ადამიანებიც ამ კატეგორიაში",-განაცხადა ხმალაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია