პარტიამ „საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

პარტიამ „საქართველოსთვის" მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ არ აპირებს მონაწილეობას იმ ბიუჯეტის დამტკიცებაში, რომელიც არ ეფუძნება რესურსების სამართლიანი განაწილების პრინციპს და რომლის კონტროლის რეალური ბერკეტი არ არსებობს.

„იმის გამო, რომ თბილისის მერმა მზადყოფნაც კი არ გამოთქვა ჩვენს ინიციატივაზე ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, როგორც ქმედითი ინსტრუმენტისა კორუფციული რისკების დასაზღვევად, რაც ადასტურებს, რომ თქვენი ლიდერი შორსაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული კარგი მმართველობის დასანერგად საქართველოს დედაქალაქში!

არ ვაპირებთ მონაწილეობას იმ ბიუჯეტის დამტკიცებაში, რომელიც გადაქცეულია პარტიული აქტივის დასაქმების წყაროდ და მორგებულია საარჩევნო ციკლზე და არა ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე, რასაც ადასტურებს ხელფასების ზრდა არა მხოლოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეებისთვის, არამედ პარტიული ნიშნით დასაქმებული სრულიად უფუნქციო ასობით თანამშრომლისთვის, რაც პირდაპირ ადასტურებს თბილისის მმართველობის არაეფექტიანობას", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, პარტია "საქართველოსთვის" არაერთი მოწოდებისა, თბილისის მერი არ გამოცხადდა საკრებულოში და საზოგადოებას არ გასცა პასუხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფის ცვლილებასთან არსებულ შეკითხვებს.

"ბატონი კალაძე არ გამოეხმაურა ჩვენს არაერთგზის მოწოდებას, პირადად გამოცხადებულიყო ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წინაშე და პირადად გაეცა პასუხი თბილისელებისთვის ისეთ მწვავე საკითხზე, როგორიცაა გაძვირებული ტარიფები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რაც მძიმე ტვირთად დააწვება თბილისელების დიდ ნაწილს, რომელიც ისედაც მარტოა დატოვებული პანდემიისა და ურთულესი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე.

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ პროტესტის ნიშნად ტოვებს დღევანდელ სხდომას და სრულ პასუხისმგებლობას გაძვირებულ ტარიფებზე, გაზრდილ ბიუროკრატიასა და კორუფციის რისკების პრევენციის პოლიტიკური ნების არარსებობაზე აკისრებს "ოცნების" უმრავლესობას, რომელიც დღეს თბილისელი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ აპირებს გაუძვიროს ისედაც გაძვირებული ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა