ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი ოპოზიციის მხრიდან არასაკმარისი დაინტერესების გამო არ იწყება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი ოპოზიციის მხრიდან არასაკმარისი დაინტერესების გამო არ იწყება.

როგორც ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმდენი ხმა, რომ მხოლოდ მან აირჩიოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრები.

„რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგისგან ამ საკითხზე პოზიცია მოისმინეთ? ჩვენ რომც დავიწყოთ ამ პროცესის ინიცირება, ჩვენ ხომ ვერ მივიღებთ ამ გადაწეყვეტილებას, ხომ კარგად იცით? 90 ხმა ხომ გვჭირდება? ის პროცესი როცა დასრულდა გავიდა ბევრი თვე. ამ საკითხის ინიცირება როცა მოხდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმდენი ხმა, რომ მხოლოდ მან აირჩიოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრები, ამას სჭირდება ოპოზიციის ჩართულობა. რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგისგან ამ საკითხით დაინტერესება მოისმინეთ, ასეა მთელი ეს პროცესი. ხმები არ გვაქვს რომ დავიწყოთ. არ აქვს ოპოზიციას ინტერესი, არ მომისმენია მათგან დაინტერესება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა