ანრი ოხანაშვილი - კელი დეგნანთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც  აზრები გავცვალეთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც მათ აზრები გაცვალეს.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ისმენს და პოზიციებს ცვლის.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ კომიტეტის ჩატარებამდე შევხვდით ქალბატონ ელჩს და გავცვალეთ პოზიციები. ჩვენ მას მივაწოდეთ მთელი რიგი საკითხები, საკმაოდ ნაყოფიერი და ინტენსიური მსჯელობა, პოზიციების გაცვლა იყო. დეტალებთან დაკავშირებით ყურადღებას აღარ გავამახვილებ. რა თქმა უნდა, პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კანონპროექტებზე და საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში. ჩვენ ვაგრძელებთ კანონპროექტების განხილვას. ის მსჯელობა, დისკუსია, რაც ჩვენს პარტნიორთან გვქონდა, ასევე კომიტეტში რაც იქნება, გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი გახდება. შესაბამისად, ეტაპობრივად კანონპროექტთან მიმართებით, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ავსახოთ, თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად კანონპროექტების განხილვას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტი იმსჯელებს საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, პროცესი ინკლუზიური იქნება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, პროცესში ჩაერთოს.

ცნობისთვის, დღეიდან, პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა