ანატოლი ბიბილოვი - სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება და ცდილობს შევიდეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ორბიტაზე, სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხე გრძელდება

საქართველოს აგრესიის შესაძლო განახლების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო დოკუმენტებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში განაცხადა.

მისი თქმით, „სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება, სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხე კვლავ გრძელდება“.

„სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება და ცდილობს შევიდეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ორბიტაზე, სამხრეთ ოსეთისთვის, ისევე როგორც რუსეთისთვის, საფრთხე რჩება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ გააგრძელებს სხვა ქვეყნების მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე სვლას.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი ქმედება ქართულ საზოგადოებაში აღშფოთების ქარიშხალს იწვევს, მაგრამ სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოებმა გვაღიარონ, ჩვენ არ გადავუხვიეთ ამ გზას. ისევე როგორც არ შევცვლით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვას. ერთი მეორეს აბსოლუტურად არ უშლის ხელს და მეტი ქვეყნის მიერ აღიარება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების მეტ შესაძლებლობას და მეტ იურიდიულ საფუძველს იძლევა“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ამასთან, ბიბილოვმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ლუკაშენკომ საკუთარი პოზიცია არაერთხელ „გასაგებად და ცხადად გაახმოვანა“.

„მან ეს ნათლად და გარკვევით გამოხატა. ის, რაც ბელარუსმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, მას აძლევს მორალურ და კანონიერ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენი რესპუბლიკა აღიაროს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ლუკაშენკო არის „უმაღლესი დონის პოლიტიკოსი“, რომელმაც არ დაუშვა მის ქვეყანაში მომხდარიყო ის, რაც უკრაინაში მოხდა.

„უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ომი, რომელიც გამოცხადდა როგორც ბელარუსისთვის, ასევე სამხრეთ ოსეთისთვის, უკავშირდება რუსეთს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი და აფხაზეთი ერთი ოჯახია, სადაც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს