შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ

თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყველას თავმჯდომარე იყოს, გულწრფელი იყავით მაშინაც, როდესაც ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით - თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისი არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარეობა თავისთავად ნიშნავს, რომ პარლამენტის საქმის გაძღოლაში თავმჯდომარე სამართლიანი იყოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია, აქვს პასუხისმგებლობა, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა განხორციელდეს.

„პარლამენტის თავმჯდომარეობა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სხდომათა დარბაზში პარლამენტის საქმის გაძღოლაში თავმჯდომარე იყოს სამართლიანი და ასე უდგებოდეს თითოეულ დეპუტატს. რა თქმა უნდა, მე ამავე დროს ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მაქვს პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, რომ განვახორციელოთ ის პროგრამა, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა სამსჯავროზე გამოტანილი 2020 წელს, ამიტომ ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომლითაც ვმოქმედებთ და ის ვალდებულება, რაც აღებული გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, სად შეიძლება ითანამშრომლოს ოპოზიციამ და უმრავლესობამ - დემოკრატია თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხალხი მანდატს აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას და როდესაც პოლიტიკურ ძალას უმრავლესობა აქვს, მის საარჩევნო პროგრამას ხალხი აძლევს მანდატს, რომ ის განხორციელდეს. ეს არის ვალდებულება ხალხის წინაშე. ეს არის ის კალაპოტი, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა. ამ კალაპოტს შესაძლოა სხვადასხვა შენაკადი ჰქონდეს. აქ ოპოზიციასთან თანამშრომლობა იგულისხმება და იდეები, რომლებიც თქვენგან წამოვა და წამოსულა კიდეც. არის წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ეს კალაპოტი შეიძლება ყოველთვის შეივსოს და ვფიქრობ, ეს არის როლი, რომელიც ოპოზიციამ შეიძლება შეასრულოს, რათა გაამდიდროს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. თუმცა ამავე დროს, ეს კალაპოტი, რა თქმა უნდა ვერ შეიცვლება. ეს ხალხის ნებაა და ამას ვერ გადავუხვევთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს. პარლამანტის ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი პასუხობს.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!