მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, „ეს მისი საქმეა და ვერ ჩაერევიან“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, „ეს მისი საქმეა და ვერ ჩაერევიან“.

როგორც მდინარაძე განმარტავს, ვეტოს შემთხვევაში პრეზიდენტმა საკუთარი ვარიანტი უნდა წარადგინოს და მისთვის „განჭვრეტადი“ არ არის რა ვარიანტი შეიძლება იყოს წარდგენილი.

„ ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ვინც ამაზე გააკეთა კომენტარი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინასწარ შეუძლებელია იცოდეს. რით დაასაბუთა მისი ეს მოლოდინი? რაიმე იცის, სამართლებრივად არის პრობლემა? ვეტოს პრინციპი შემდეგია: როდესაც ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, რომელიმე კანონპროექტს, ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ალტერნატივად საკუთარი ვარიანტი. ჩემთვის ამ წუთას არ არის განჭვრეტადი, რა ვარიანტი უნდა წარმოადგინოს “, - აღნიშნავს მდინარაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს