პარლამენტი პირველი მოსმენით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობს

პარლამენტი, პირველი მოსმენით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობს.

რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება. ამასთან, ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის.

პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება.

მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ჩაითვალება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა.

ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება - კერძოდ კი, განახევრება ყველა ეტაპზე, რაც ინიციატორთა შეფასებით, სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება.

ამავე ცვლილებებით, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, არ შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორჯერ აირჩეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife